პროექტის სახელწოდება: კახეთი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ღრმად სწავლობენ კახეთის ისტორიას და კულტურას. აწყობენ ექსკურსიებს ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის, კახეთის ისტორიას, მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა, კუთხეებს დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს. მოსწავლეები ადგენენ კახეთის როლს საქართველოს ეკონომიკაში. მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ფოლკლორიდან, პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებს ამ მხარეში და ადგილზე, უფრო ღრმად შეისწავლიან მის ისტორიას, გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო-მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, მეცნიერულ სტატიებს, დაწერენ ამ მხარის შესახებ.ეს პროექტი ამოქმედდება 2010 წლის სექტემბერში და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მონაწილეთა ასაკი (კლასები: 15-17წ IX-XIკლ.)
ვადები (ხანგრძლივობა): 2010 წლის სექტემბერი-2010 წლის დეკემბერი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კახეთის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა, პოეზიის საღამოს მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ. ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას კახეთის მხარის შესახებ.
სამუშაო ენა ქართული.
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურე, ხატვა, მუსიკა, ეკონომიკა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
პროექტის ავტორის სახელი: მაყვალა ვარდოსანიძე
ტყიბული #2საჯარო სკოლა
ელ-ფოსტა makvala1955@gmail.com